„თეატრი არის ჩემი ცხოვრება, ის ცოცხალი ორგანიზმია, რა თქმა უნდა ვერ გავძლებ თეატრის გარეშე“ – ეს ნაწყვეტია მიშა გომიაშვილის ერთ-ერთი ტელეინტერვიუდან.
მიუხედავად იმისა, რომ 20-მდე კინოროლი აქვს შესრულებული, ფილმებს ყოველთვის სპექტაკლებს ამჯობინებდა. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობმა მაყურებელს თავი გამორჩეული და სახასიათო როლებით შეაყვარა. წლების განმავლობაში მუშაობდა არაერთ ცნობილ რეჟისორთან. მიღებული აქვს „ოქროს ნიღბის“ საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გრან-პრი სპექტაკლებში „მამა“ და „ART-ხელოვნება“.
მიშა გომიაშვილი 12 სექტემბერს 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის დღეს მახათას პანთეონში დაკრძალეს.