განათლების მინისტრის რანგში მიხეილ ჩხენკელის პირველი სამუშაო დღე.
ალექსანდრე ჯეჯელავამ უწყება ახალ ხელმძღვანელს გადააბარა. უკვე ყოფილი მინისტრი კი სწავლის გაგრძელებას ამერიკაში გეგმავს.
ალექსანდრე ჯეჯელავამ განვლილი პერიოდი შეაფასა და პრიორიტეტული მიმართულებები გამოყო.
მან აღნიშნა, რომ ახალი მინისტრისთვის ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება პროფსასწავლებლებში აბიტურიენტების მოზიდვა და რეგიონის სკოლებში მასწავლებლების მიყვანის საკითხები.