საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე მდებარე მიგრანტთა ბანაკში, რომელიც სამი ათას ადამიანზეა გათვლილი, დღეს რვა ათასზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი ცხოვრობს. უკვე წლებია, იტალიისა და საბერძნეთის ცენტრებში მყოფი ადამიანები თავიანთი ბედის გადაწყვეტას ევროპელი ლიდერებისგან ელოდებიან.
2015 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, მათი ნაწილი სხვა ევროპულ ქვეყნებში უნდა გადაასახლონ. თუმცა, აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნები მიგრანტების სავალდებულო მიღებაზე ისევ უარს აცხადებენ.
2018 წელს ევროკავშირი მოუგვარებელი პრობლემებით ხვდება. საიმიგრაციო პოლიტიკაზე შეუთანხმებლობა ორგანიზაციაში განხეთქილების მიზეზი გახდა.