მიგრაციული კრიზისი ევროკავშირში

ევროკავშირი საიმიგრაციო კრიზისის დაძლევას ცდილობს.

ევროგაერთიანების ქვეყნები გეგმას ამუშავებენ, რაც თავშესაფრის მაძიებელთათვის ახალი ბანაკის აშენებას ითვალისწინებს.

მოლაპარაკებაში ჩართული ქვეყნები ბანაკის განთავსების ადგილს ჯერ არ ასახელებენ.

მიგრაციული კრიზისისგან დაზარალებული ქვეყნები მოლაპარაკებებს ორმხრივ ფორმატებში მართავენ.

მიგრაციულ პრობლემებს ივნისის ბოლოს ევროკავშირის სამიტზეც განიხილავენ.