მიგრაციის დეპარტამენტმა ქვეყნიდან უცხო ქვეყნის 42 მოქალაქე გააძევა – საუბარია მიმდინარე წლის აპრილ-მაისის პერიოდზე. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მოხდა მათი დაკავება და ქვეყნიდან გაშვება.
აღნიშნულ პირთა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით იქნა გაძევებული საქართველოდან. მათ შორისაა საქართველოში შემოსული და ქვეყანაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი აზერბაიჯანის რესპუბლიკის რვა არასრულწლოვანი მოქალაქე, რომლებიც ჩართული იყვნენ სხვადასხვა სახის ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში.