რუსეთ-საქართველოს ომის ათი წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში მიღება გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო რუსეთ-საქართველოს ომისა და მისი შედეგების ამსახველი ფოტომასალა. საქართველოს პრეზიდენტმა 2008 წელს რუსეთის სამხედრო აგრესიის დროს გამოჩენილი თავდადებისთვის და პროფესიული მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის ჟურნალისტები სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
დღესვე სიმბოლურად ხელი მოეწერა ეროვნული მედეგობის ცენტრის დაფუძნების მემორანდუმს.
“მოამბის” ჟურნალისტი მარიკა შალიკაშვილი იმყოფება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და პირდაპირ ეთერში ისაუბრებს.