საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „აზიის განვითარების ბანკის“ 57-ე წლიური შეხვედრის სტუმრებს ოფიციალურ მიღებაზე უმასპინძლა.
ირაკლი კობახიძემ ბანკის პრეზიდენტსა და დელეგატებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და ღონისძიების საქართველოში ჩატარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. შეკრებილებს სიტყვით მიმართა თავად „აზიის განვითარების ბანკის“ პრეზიდენტმაც, რომელმაც ნაყოფიერი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა და მასპინძელს მადლობა გადაუხადა.
„აზიის განვითარების ბანკის“ 57-ე ყოველწლიურ შეხვედრაში, რომელიც დღეს დასრულდება, 68 ქვეყნის 4 000-მდე დელეგატი მონაწილეობს.