„მიდის სანახავად!“ - გიგა გვენცაძის წიგნის პრეზენტაცია

„მიდის სანახავად!“ – საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტული კომენტატორის, გიგა გვენცაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.
ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას პორტუგალიასთან პენალტის დანიშვნამდე გიგა გვენცაძის ემოციურად ნათქვამი სიტყვები გულშემატკივრებმა აიტაცეს, სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა და წლის ფრაზა გახდა. ამ ფრაზის ინსპირაციით დაამზადეს ღვინის ეტიკეტი, გააკეთეს წარწერები მაისურებზე, მიუძღვნეს სიუჟეტები, გადაცემები და გადაიღეს კლიპები. წიგნის პრეზენტაციას ესწრებოდნენ ქართველი ვეტერანები, ფეხბურთის ფედერაციის, მედიისა და საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები. პრეზენტაციაზე სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა, მიხეილ აბაიშვილმა განაცხადა, რომ ორი ვადის დასრულების შემდეგ თანამდებობიდან მიდის და ამ პოზიციაზე მხარს უჭერს გიგა გვენცაძეს, რომელიც მისი გუნდის კანდიდატია.