თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები განლაგდნენ ბათუმის შესასვლელთანაც. ჯარისკაცები და პოლიციელები მკაცრად გააკონტროლებენ ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაადგილების დაშვებულ ნორმებს, კერძოდ ავტომობილში მყოფთა რაოდენობას, ასევე მოხდება მოქალაქეების თერმოსკრინინგი.