ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის, გერასიმე შარაშერიძის განცხადებით, იერუსალიმიდან ჩამოტანილი წმინდა ცეცხლის გადანაწილებას ეპარქიებსა და ეკლესიებში, საპატრიარქო უზრუნველყოფს. ალავერდის საკათედრო ტაძარში კი გეგმავენ, ღამისთევაზე მისულ მოქალაქეებს ტემპერატურა შეუმოწმონ. მრევლს სადეზინფექციო ხსნარს დაურიგებენ. ამის შესახებ ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა განაცხადა.
მეუფემ სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებულ სამზადისზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ უკვე დამონტაჟებულია ხმოვანი აპარატურა და სოციალური დისტანცირებისთვის მონიშნულია ადგილები.