საქართველოში დღეს სამხედრო ავიაციის დღე აღინიშნება.
შერეულ საავიაციო ბაზაზე სამხედრო მფრინავებს და ვეტერანებს პროფესიული დღე თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ძალების მეთაურთან ერთად მიულოცა. ირაკლი ღარიბაშვლმა მფრინავების პროფესიონალიზმსა და პატრიოტიზმს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სამხედროებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესება თავდაცვის უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ყურადღება გამახვილდა ავიაციის განვითარების კუთხით მიმდინარე პროექტებზე. დღესვე სამხედრო ავიაციის პირად შემადგენლობას გადაეცა ჯილდოები. ღონისძიების ბოლოს თავდაცვის უწყების პირველმა პირებმა სამხედროების შვილებთან ერთად ადგილზე გამოფენილი ტექნიკა დაათვალიერეს.