დამეწყრილი ტერიტორიებიდან 400-მდე ოჯახი უსაფრთხო ადგილზეა გაყვანილი ხულოში, შუახევსა და ქედაში. აჭარაში გასული დღეების განმავლობაში მეწყერი ასობით ლოკაციაზე ჩამოწვა. ადგილობრივი მცხოვრებლები სრულფასოვან მასშტაბურ კვლევას ითხოვენ. მოქალაქეები შიშობენ, რომ სტიქიური პროცესები შეიძლება მომავალშიც განმეორდეს.
აჭარაში არსებული ვითარების შესახებ „მოამბე რეგიონების“ შეკითხვებს გეოლოგმა, ტარიელ ტუსკიამ უპასუხა.