მევენახეებმა ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. შეკრებილებმა ნიკა გვარამიას განცხადება გააპროტესტეს და მისგან ბოდოშის მოხდა მოითხოვეს. საუბარია „რუსთავი 2“-ის ეთერში ღვინის და მინერალური წყლების შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე.
ამ წუთებში კი, ისინი „რუსთავი 2“-ის შენობისკენ მიემართებიან, სადაც აქციის გამართვას გეგმავენ.