მევენახეების ნაწილი ყურძნის ფასით უკმაყოფილოა

რის საფუძველზე დადგინდა წლევანდელი ყურძნის მინიმალური ფასი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს. მთავრობამ რთველი 2022-ის სუბსიდირების გადაწყვეტილება გუშინ ოფიციალურად გამოაცხადა. კილოგრამი ყურძნის ღირებულება 90 თეთრით განისაზღვრა. ეს კი მევენახეთა ნაწილის აზრით, მცირე თანხაა. ოთარ შამუგია ამბობს, რომ ეს მინიმალური ფასია და თუ მევენახე მაღალი ხარისხის ყურძენს ჩააბარებს, მას ქარხნები უფრო მეტს გადაუხდიან.