კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის ორგანიზმში მძიმე მეტალების ნორმაზე დიდი მაჩვენებელი აღმოჩნდა.
საპატრიარქო მეუფე შიოს მოწამვლის ფაქტს არ გამორიცხავს. როგორც დღეს ხდება ცნობილი, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტისთვის შესაბამისი სამედიცინო კვლევების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მან თავი შეუძლოდ იგრძნო. კვლევის პროცესი გრძელდება. საპატრიარქოში განმარტავენ, რომ თავდაპირველად ეჭვი საკვებით ინტოქსიკაციაზე იყო, თუმცა საკვებში საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი სხვა ადამიანის ჩარევის ფაქტს არ გამორიცხავს. ამ მომენტისთვის მეუფის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად ფასდება.