„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონისა და ბოლო პერიოდში განვითარებული პოლიტიკური მოვლების შესახებ ისაუბრა მეუფე იაკობმა. ბოდბელი ეპისკოპოსის თქმით, საქართველოში უკვე მესამედ არის რევოლუციის მცდელობა და ამჯერად ამას, მისი შეფასებით, აღარავინ დაუშვებს. მეუფე იაკობმა ქადაგებისას ყველა ის ქართველი დალოცა, რომლისთვისაც წინაპრის დანატოვარი სამი სიტყვა – „მამული, ენა, სარწმუნოება“ ძვირფასია.