მეუფე იაკობის ქადაგება

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა საკვირაო ქადაგებისას მეუფე იაკობმა. ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა ოპოზიციას არჩევნების აღიარებისა და ქართველი ხალხის ნების აღსრულებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, მანდატმოპოვებული ოპოზიციონერი ლიდერები პარლამენტში უნდა შევიდნენ და ქვეყნის კეთილდღეობისთვის მუშაობა დაიწყონ.