გახდება თუ არა დაპირისპირებულ პოლიტიკურ მხარეებს შორის შუამავალი ეკლესია? – ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შერიგებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ეკლესია მზად არის ამ პროცესში აქტიურად ჩაერთოს. სასულიერო პირის განცხადებით, არჩევნების შემდეგ, რომელიც პანდემიის გათვალისწინებით რთულ პირობებში ჩატარდა, ქვეყანამ სასურველი შედეგი ვერ მიიღო და საკანონმდებლო ორგანო საკუთარი ფუნქციის შესრულებას სრულფასოვნად ვერ ახერხებს.
მოამბე