მეუფე იაკობი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. ყოველკვირეული ქადაგებისას ბოდბელმა ეპისკოპოსმა ოპოზიცია გააკრიტიკა და მათ ქმედებებს ანტიეროვნული უწოდა. მისი თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები სიხარულით იზიარებენ დასავლეთის მხრიდან შეზღუდვების დაწესებას, რაც მეუფის განმარტებითვე, ღალატის ტოლფასია.