ნინოწმინდის პანსიონში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ხვალ დაწესებულების ხელმძღვანელსა და სახალხო დამცველს შორის პირველი შეხვედრა გაიმართება.
დიდი ალბათობით, ომბუდსმენი პანსიონში მონიტორინგის ჩატარების საკითხს დააყენებს და კონსტიტუციით მინიჭებული მანდატის განხორციელებას მოითხოვს. თავის მხრივ, ნინო ლომჯარიასთან კითხვები აქვს მეუფე იაკობს, რომელმაც ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა დაწესებულების ხელმძღვანელის პოზიციაზე მეუფე სპირიდონი რამდენიმე დღის წინ შეცვალა. ამ მომენტისთვის პანსიონში 53 აღსაზრდელიდან მხოლოდ 22 რჩება. დაწესებულება დატოვა აღმზრდელების ნაწილმაც.