მეტროს მემანქანეთა გაფიცვის პერიოდში თბილისში მუნიციპალური ავტობუსები მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება– ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
თბილისის მერმა მოუწოდა მეტროს მემანქანეებს, დაემორჩილონ სასამართლოს გადაწყვეტილებას და დაუყონებლივ დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს.
კახა კალაძე გაფიცვას მოქალაქეების მიმართ განხორცილებულ შანტაჟად აფასებს.