39 საათი გაფიცვიდან – თბილისის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული მუნიციპალური ტრანსპორტი ისევ პარალიზებულია.
მეტროპოლიტენის მემანქანეები და დედაქალაქის მერია შეთანხმების მიღწევას ვერ ახერხებენ. თბილისის მთავრობა პირდაპირ ამბობს, რომ საათობრივი ანაზღაურების ზრდის საშუალება არ აქვს. გვიან ღამით კახა კალაძესთან გამართული და უშედეგოდ დასრულებული ორი შეხვედრის შემდეგ გაფიცულები ახალ პირობას აყენებენ და მზად არიან მუშაობა განაახლონ, თუ 2019 წლიდან ანაზღაურების მატების წერილობით გარანტიას მიიღებენ.