„პრეზიდენტმა სთხოვა ამერიკულ საზოგადოებას, თავი შეეკავებინათ სპეკულაციისგან, არ გაეკეთებინათ უპასუხისმგებლო განცხადებები ფაქტების გაგებამდე, იმავე მიმართვას უცხო ქვეყნებზეც გავავრცელებდი,“ – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მილერს ჟურნალისტმა ალექს რაუფოღლუმ ჰკითხა, რა კომენტარს გააკეთებდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომ დონალდ ტრამპზე თავდასხმის უკან „გლობალური ომის პარტია“ დგას.