მეთიუ მილერის განცხადებას დღეს მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ. შალვა პაპუაშვილმა ქართველი მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით ამერიკის პოზიცია კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება იყო პარტნიორული ურთიერთობების მიღმა. მისივე თქმით, მათი მხრიდან არ იყო წარმოდგენილი არანაირი არგუმენტები გადაწყვეტილების დასაბუთებისთვის. შალვა პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ მოიყვანა მაგალითად სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ნიკა გვარამიას საქმეზე.