ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას, მაგრამ, როგორც ვიხილეთ, საქართველოს მთავრობამ სხვაგან გადაუხვია, სხვა გზა აირჩია, – წერს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი. მეთიუ მილერის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ქმედებებმა ამერიკასთან ურთიერთობა შეცვალა.