„აშშ-ის პოლიტიკა დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ პოლიტიკას გაატარებს საქართველო“- შეერთებულმა შტატებმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს სანქციები დაუწესა. საუბარია სავიზო შეზღუდვებზე.
„ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, რომ დავაწესოთ სავიზო შეზღუდვები საქართველოს ათობით მოქალაქის მიმართ“, – განაცხადა ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა. მეთიუ მილერის თქმით, ამას პირველი პაკეტი მოიცავს, მან არ დაასახელა ადამიანების კონკრეტული ჩამონათვალი, ვისაც სანქციები შეეხო. მილერის თქმით, დამატებითი ნაბიჯები, რომლებიც მზადდება, მხოლოდ სავიზო შეზღუდვებთან არ იქნება დაკავშირებული. მისივე განცხადებით, „ჯერ კიდევ არის დრო შემობრუნებისთვის“ და აშშ-ის პოლიტიკა დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ პოლიტიკას გაატარებს საქართველო.