„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი ზიანს მიაყენებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად და გადაიყვანს საქართველოს ევროპული გზიდან“, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა განაცხადა. მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა ჯერ კანონპროექტია და მის შედეგებზე დამატებით საუბარს არ აპირებს. ჟურნალისტმა მილერს ასევე დაუსვა კითხვა: „გასულ კვირას თქვენ მოუწოდეთ საქართველოს ოფიციალურ პირებს, ჩაატარონ დამატებითი გამოძიება აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთხი მოსამართლის მიმართ. გქონდათ თუ არა რაიმე კომუნიკაცია ამ თემაზე ქართველ ოფიციალურ პირებთან? ჩვენ ვხედავთ, რომ, გამოძიების ნაცვლად, ქართველი ოფიციალური პირები სანქციების მოხსნას ითხოვენ“.
მეთიუ მილერის თქმით, მოუწოდებენ მთავრობას, გადადგას ნაბიჯები „კორუმპირებული აქტორების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების უზრუნველსაყოფად“.