მეთიუ მილერის განცხადება

საქართველოსთან ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, – აცხადებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი. მეთიუ მილერს ჟურნალისტმა ჰკითხა, რას ფიქრობს საქართველოში ბოლო ორი-სამი დღის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებზე და ურთიერთობების გადახედვა ჯერ კიდევ რატომ მიმდინარეობს?

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის თქმით, ურთიერთობების გადახედვის შედეგად პოლიტიკური ნაბიჯები უკვე გადაიდგა და სხვა ქმედებებიც განხორციელდება.