„მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, აშშ-ში დემოკრატიულად არჩეული მთავრობა იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და არავინ სხვა,“ – ამის შესახებ მეთიუ მილერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებების საპასუხოდ განაცხადა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს ჟურნალისტმა, ირაკლი კობახიძის იმ განცხადებაზე ჰკითხა, სადაც ჩვენი ქვეყნის პრემიერი ამბობს, რომ სანქციებთან დაკავშირებით დამნაშავე არა სახელმწიფო დეპარტამენტი, არამედ ამერიკის ოფიციალურ ინსტიტუტებზე მოქმედი ოლიგარქიული ძალები არიან.