ყველაზე ორიგინალური და გულისამაჩუყებელი ნოველა, – ასე შეაფასეს ფრანგმა კრიტიკოსებმა ქართველი რეჟისორის ანიმაციური ფილმი. მამუკა ტყეშელაშვილის “მეთევზე და გოგონა” საერთაშორისო აუდიტორიამ ანესის პრესტიჟულ ფესტივალზე იხილა.
მეთევზე მამისა და 5 წლის გოგონას სევდიანი ისტორია საკონკურსო პროგრამაში უჩვენეს. ეს ის გამონაკლისი შემთხვევაა, როდესაც ქართული ნამუშევარი მაღალი დონის ფესტივალზე მოხვდა.
თანამედროვე ქართული ანიმაციური ფილმებიდან ამ ფორუმზე სხვადასხვა წლებში „ჯინო“ და „ჯიბის კაცი“ წარადგინეს.
მამუკა ტყეშელაშვილის ნამუშევარს სულ მალე საქართველოში, მოგვიანებით კი სხვა მაღალი კლასის ანიმაციური ფილმების ფესტივალებზე აჩვენებენ.