მეტეხის რეაბილიტაცია

მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარში სარესტავრაციო სამუშაოების მეორე ეტაპი სრულდება.

ქვის ზედაპირების გამაგრების შემდეგ ამჯერად სპეციალისტები კედლებზე არსებული ბზარების შევსებას ცდილობენ.

რესტავრაციის პროცესამდე იტალიელი რესტავრატორების ჩართულობით კვლევითი სამუშაოები ჩატარდა.

ძველ თბილისში მდებარე ისტორიული ტაძარი პირვანდელ იერსახეს 2019 წელს დაიბრუნებს.