მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალს, საპატიო სტუმრის სტატუსით, თანამედროვე მთამსვლელობის ერთ-ერთი ფუძემდებელი რაინჰოლდ მესნერი სტუმრობს. ის მთის თემატიკაზე შექმნილი ფილმების რეჟისორი და პროდიუსერია. 2022 წელს მესტიის ფესტივალი სწორედ მისი ფილმით – „არავის მიწა“, წელს კი მისი ახალი ნამუშევრით გაიხსნა. მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 27 ივლისის დასრულდება.