მესტია კინო-სფეროს წარმომადგენელთა მასპინძლობისთვის ემზადება.
ორი წლის წინ დაწყებულ ტრადიცია გრძელდება – რაიონში მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი უნდა ჩატარდეს. დაინტერესება საკმაოდ დიდია. ფესტივალში 25 ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრები მიიღებენ მონაწილეობას. მრავალფეროვანი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე ქართული ნამუშევრის პრემიერა.