მესტიის მთის და მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი

მესტია რიგით მეოთხე მთის და მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალისთვის ემზადება.

1700 განაცხადიდან საკონკურსო სექციაში სულ 23 ფილმი მოხვდა. მათ შორის არის როგორც სრული ისე მოკლემეტრაჟიანი ფილმები. ფესტივალის განმავლობაში სვანეთს არაერთი კინო მოყვარული და საერთაშორისო მედიის წარმომადგენელი ეწვევა. დაგეგმილია მასტერკლასებიც.

ფესტივალი 23 -დან 27 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.