მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების ფესტივალი

მესტიაში მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა.

სვანეთში სპეციალური სტუმრის სტატუსით იმყოფება ცნობილი მთამსვლელი და კინორეჟისორი რაინჰოლდ მესნერი. ფესტივალი სწორედ მისი ფილმით გაიხსნა – ის მესნერების ოჯახის საიდუმლოებით მოცულ ტრაგედიას ეხება. ფილმის ჩვენების შემდეგ მთამსვლელმა და რეჟისორმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ფესტივალის საკონკურსო ფილმების სექციაში კი პირველი რეჟისორ გიორგი ოვაშვილის ფილმი აჩვენეს სახელწოდებით „ყინვა და პატარა მოწაფე“. ფესტივალის ბოლოს ნაჩვენები იქნება თინათინ ყაჯრიშვილის ოსკარზე წარდგენილი ფილმი „მოქალაქე წმინდანი“. მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 27 ივლისის დასრულდება.