მესტია პირველი საერთაშორისო კინოფესტივალის მასპინძლობისთვის ემზადება. სვანეთში სათავგადასავლო ჟანრის ფილმებს აჩვენებენ – საკონკურსო პროგრამა ქართველი და უცხოელი რეჟისორების ათეულობით ნამუშევარს აერთიანებს. მათ შორის იქნება 50 წლის წინ მერაბ კოკოჩაშვილის მიერ მთამსვლელებზე გადაღებული და წლების შემდეგ აღდგენილი მხატვრული ფილმიც.
კინოფესტივალში მონაწილეობას 20-მდე ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს. ფილმებს კი საერთაშორისო ჟიური შეაფასებს. კინოფესტივალი სვანეთში 15-დან 19 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.