სვანეთში გემოფესტი დასრულდა. ორი დღის განმავლობაში, მესტიის ცენტში მისულ სტუმრებს ადგილობრივი მზარეულები მასპინძლობდნენ. ტრადიციული კერძების გარდაქმნილი და გათანამედროვებული ვარიანტები – ეს „გემოფესტის“ მთავარი კონცეფციაა. სვანურ ტრადიციულ კულინარიაზე დაყრდნობით, ახალი ვერსიების შესაქმნელად, ადგილობრივ ოჯახებთან ერთად, დედაქალაქიდან ჩასული მზარეულები მუშაობდნენ.
„გემოფესტი“ პირველად გასული წლის ზაფხულში, რაჭაში ჩატარდა, შემდეგი რეგიონი კი, რომელიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დაფუძნებულ ფესტივალს უმასპინძლებს, გურიაა.