ქართული ტრადიციები მესხეთიდან.
გაგაცნობთ ოსტატებს, რომლებმაც მესხური ფარდაგის, ხალიჩების ქსოვისა და ხის მხატვრული დამუშავების ხელოვნება შემოგვინახეს. სოფელ მუსხში მცხოვრები 92 წლის მარიამ ზედგინიძე-ჟუჟუნაძე მატყლის დამუშავებას უძველესი მეთოდებით ამ დრომდე განაგრძობს. ასპინძაში კი ზაურ ოთანაძე ხეზე მუშაობის ტრადიციის შენარჩუნებასა და მომავალი თაობისთვის გადაცემას ცდილობს.
სამცხე-ჯავახეთში ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა, ანა მასხარაშვილმა და ვახო ლეკიაშვილმა იმოგზაურეს.