მეშახტეები ტყიბულში საპროტესტო აქციას მართავენ. მათი უპირობო მოთხოვნა შახტის ადმინისტრაციის შეცვლა და 16 ივლისს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამოძიებაა.
პროტესტის ერთ-ერთი მონაწილის ინფორმაციით, ტყიბულის მოსახლეობის უმრავლესობას უკვე ჰყავს საკუთარი კანდიდატი, რომელიც შახტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას შეძლებს.
ადგილზე იმყოფებიან პროფკავშირების წარმომადგენლებიც.