„მესენჯერ რუმსი“ - ახალი პლატფორმა ონლაინ შეკრებებისთვის

კომპანია „ფეისბუქმა“ ონლაინ შეკრებების ახალი პლატფორმა წარადგინა. „მესენჯერ რუმსი“, ასე ჰქვია სისტემას, რომლის საშუალებითაც 50-მდე ადამიანს შევკრებთ და უსასრულოდ შევძლებთ მათთან ერთად დროის გატარებას. რეალობად იქცა ვირტუალურად დაბადების დღის გადახდა და სხვადასხვა საზეიმო შეკრებებიც, სადაც შეგვეძლება დავპატიჟოთ ბებიებიც და ბაბუებიც, იმის მიუხედავად, რომ მათ ფეისბუქიც კი არ აქვთ.

ავტორი: დეა მიქაშავიძე

ახალი დღე