მესამე სექტორი მთიან რეგიონებში ჰესების მშენებლობის შეჩერებას ითხოვს
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მთიან რეგიონებში ჰესების მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ. როგორც მათ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, მსგავსი პროექტები საფრთხეს უქმნის გარემოს და არ ხდება ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება.
ჰესების წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ჩატარება სვანეთის გარდა, რაჭაში და პანკისის ხეობაში იგეგმება.