„მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის“ აქცია 

ორი პირი დააკავეს თბილისის მერიასთან „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის“ აქციაზე.

როგორც პარტიაში აცხადებენ, აქციაზე დაკავებულია ნაძალადევში პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ამირან ნატრიაშვილი და მთაწმინდაზე პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი, ირაკლი გოგუაძე. აქციაზე დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მონაწილეები მერიის შენობაში შესვლას და  მერის სახელზე განცხადების დაწერას ითხოვდნენ. როგორც აქციაზე აცხადებდნენ, თბილისის მერიამ რამდენიმე დღის წინ პარტიის აქტივისტები სამშენებლო ღობეზე პლაკატების გაკვრის გამო დააჯარიმა, რაც მათი თქმით არის რეპრესიული პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება“ და თბილისის მერია „მესამე – ძალა სტრატეგია აღმაშენებლის“ მიმართ აწარმოებენ. ადგილზე იმყოფებოდა „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის“ თბილისის მერობის კანდიდატიც.