„მესამე ძალა“ - პრეზენტაცია

ახალი გაერთიანება ქართულ პოლიტიკურ სივრცეში – გიორგი ვაშაძის მიერ თვეების განმავლობაში დაანონსებული „მესამე ძალის“ პრეზენტაცია ამ წუთებში იწყება. მასში სამი პოლიტიკური ძალაა წარმოდგენილი. „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად, „მესამე ძალას“ უერთდებიან „რესპუბლიკელები“, „თავისუფალი დემოკრატები“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე ინდივიდუალურად.

კიდევ ვინ იქნებიან ახალ ერთობაში – საკუთარ ხედვებსა და სამოქმედო სტრატეგიას გაერთიანების ლიდერები ერთობლივად წარმოადგენენ, პირდაპირ ეთერში ვრთავთ პრეზენტაციას.