მერსედეს ვერა მარტინი - საქართველოს ეკონომიკა სწორი მიმართულებით ვითარდება

საქართველოს ეკონომიკა სწორი მიმართულებით ვითარდება. ეს განცხადება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა გააკეთა. მერსედეს ვერა მარტინი დღეს პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა.

საუბარი ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს შეეხო. განიხილეს თუ არა მხარეებმა „თიბისი ბანკის“ თემა, უცნობია. ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, მსჯელობის საგანი ქვეყნის საფინანსო სექტორში არსებული ვითარება იყო.