მოძრაობა „ეროვნული ფრონტის“ თბილისის მერობის კანდიდატი, ზაზა ხატიაშვილი ადვოკატებს შეხვდა. მისი განმარტებით, საარჩევნო კამპანია უფლებადამცველებთან შეხვედრით სწორედ იმიტომ დაიწყო, რომ ისინი ყველაზე კარგად იცნობენ მის საქმიანობას.
მერობის კანდიდატის თქმით, მოსახლეობას ერთი და იმავე პოლიტიკური სახეების ხილვა აღარ სურს და დამოუკიდებელ კანდიდატს ელის. მისივე განცხადებით, „ეროვნული ფრონტის“ მთავარი მიზანი კორუფციის აღმოფხვრა იქნება.