ამ წუთებში გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს გერმანიაში, მეზებერგის სასახლეში ხვდება.
ორ ლიდერს შორის საუბრის მთავარი თემა უკრაინის კრიზისი, სირიის კონფლიქტი და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ იქნება. გერმანიის კანცლერის პრესსამსახური აცხადებს, რომ შეხვედრის შემდეგ ანგელა მერკელი და ვლადიმერ პუტინი პრესკონფერენციას არ გამართავენ. ფორმატი მედიისთვის მხოლოდ მოკლე განცხადებას ითვალისწინებს. შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ეს მხოლოდ სამუშაო აუდიენციაა. მას იმედი არ აქვს, რომ ვლადიმერ პუტინთან სირიის ან უკრაინის საკითხზე კონსენსუსს მიაღწევს.