ერთ საათს გაგრძელდა საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრებისა და მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის შეხვედრა.
მთავრი თემა დედაქალაქის გენერალური გეგმა იყო. ოპოზიციას კონკრეტული შენიშვნები ჰქონდა. მათი თქმით, გენგეგმის დღევანდელი სახით არსებობა აჩენს რეალურ რისკებს, რომ თბილისში ქაოტური მშენებლობები ისევ გაგრძელდება და არ მოწესრიგდება ტრანსპორტთან და ეკოლოგიასთან დაკავშირებული პრობლემები.
მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ ოპოზიციამ ყველა კითხვაზე მიიღო ამომწურავი პასუხი. რაც შეეხება ხარვეზებს, მისი თქმით, მთავარი პრობლემა ზონირების სისტემას უკავშირება.