პირველიდან 5 ნოემბრის ჩათვლით სახვითი ხელოვნების მუზეუმი მოდის კვირეულს, Mercedes Benz Fashion Week-ს უმასპინძლებს. აღნიშნულ საკითხზე ორგანიზატორებმა „პუბლიკაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს და მედიას კვირეულის დეტალები გააცნეს.
მოდის კვირეულის მერვე სეზონზე ორი ახალი პროექტი „ბინექსთი“ და „არტ ჯორჯია“ განხორციელდება.
კვირეულის ფარგლებში 40-მდე დიზაინერის ჩვენება მოეწყობა და მასტერკლასები ჩატარდება.
კვირეულის მთავარი სტუმარი ლეგენდარული იაპონელი არტისტი და დიზაინერი ჰიროში ფუჯივარა იქნება.