მერაბ ღოღობერიძესა და ირაკლი ჩხვირკიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ბათუმის მარტის აქციებთან დაკავშირებით, მასობრივი ორგანიზების ბრალდებით დაკავებულ მერაბ ღოღობერიძესა და ირაკლი ჩხვირკიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მოსამართლემ საქმე გადააკვალიფიცირა და ბრალი, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით იყო წარდგენილი, რაც მასობრივი არეულობის ორგანიზებას ითვალისწინებს, 226-ე მუხლით შეცვალა, რაც ჯგუფური ქმედების ორგანიზებას გულისხმობს, რასაც მოჰყვა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა.
თავად ღოღობერიძე პროცესზე არ გამოცხადებულა. მოსამართლის გადაწყვეტილებას სასამართლოში ხმაური მოჰყვა.