მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ახალი ჩემპიონია. ქამრისთვის ბრძოლაში 33 წლის ქართველმა მებრძოლმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა. საჩემპიონო ბრძოლის თითქმის ყველა რაუნდი ქართველის უპირატესობით მიმდინარეობდა, საბოლოოდ კი მსაჯებმა გამარჯვება ერთსულოვნად სწორედ ქართველ მებრძოლს მიანიჭეს. მერაბ დვალიშვილისთვის ეს UFC-ში ზედიზედ მე-11 გამარჯვება იყო, ბოლოს ის 2018 წელს დამარცხდა. ტიტულისკენ მიმავალ გზაზე მან სამ ყოფილ ჩემპიონს – ჟოზე ალდოს, პიტერ იანს და ჰენრი სეხუდოს სძლია. ჯამში 22 ბრძოლაში დვალიშვილმა 18-ჯერ მოიგო. დვალიშვილს გამარჯვებას ულოცავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და თბილისის მერი.